ევროპის საბჭოს მუშაობა დემოკრატიის კუთხით ძირითადად დაფუძნებულია განათლებაზე, განათლება სკოლებში და არაფორმალური უწყვეტი განათლება დემოკრატიის დამკვიდრების მიზნით. განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის და ადამიანის უფლებათა სწავლება დემოკრატიის დამკვიდრებაზე მიმართულ ღონისძიებათა განუყოფელი ნაწილია.
სიძულვილის ენა რასიზმისა და დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა, რომელიც გავრცელებულია ევროპაში და ღვივდება ინტერნეტისა და სოციალური მედიის მეშვეობით. სიძულვილის ენა ინტერნეტსივრცეში შეუწყნარებლობისა და ეთნოცენტრიზმის აისბერგის მწვერვალია. ახალგაზრდები ონლაინგარემოში ადამიანის უფლებათა დარღვევის უშუალო სამიზნეები არიან და ევროპის სურვილია, სწორედ მათ იზრუნონ ამ უფლებებისა და დემოკრატიის სიმტკიცეზე.
ბუქმარქსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ევროპის საბჭოს კამპანიას „მოძრაობა სიძულვილის ენის წინააღმდეგ“, რომელიც ხელს უწყობს ინტერნეტსივრცეში ადამიანის უფლებათა დაცვას. გამოცემა განკუთვნილია განმანათლებლებისათვის, რომელთაც სურთ ონლაინ სიძულვილის ენის აღმოფხვრა, ფორმალური განათლების სისტემის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. სახელმძღვანელო შექმნილია 13-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებთან სამუშაოდ, თუმცა აქტივობები შეიძლება მოერგოს სხვა ასაკობრივ ჯგუფებსაც.
ბუქმარქსის წინამდებარე გამოცემა განახლდა: მასში უფრო მეტი ინფორმაცია აისახა ინტერნეტმომხმარებელთა ძირითადი უფლებების სახელმძღვანელოზე, კამპანიაზე „მოძრაობა სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ და სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელ სემინარებზე (როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების კონტექსტში).
თავი 1 - სახელმძღვანელოს შესახებ
1.1 შესავალი
1.2 ონლაინ სიძულვილის ენის პრობლემა
თავი 2 - მოძრაობა სიძულვილის ენის წინააღმდეგ
2.1 კამპანიის შესახებ
2.2 კამპანიის შედეგები
2.3 კამპანიის ინსტრუმენტები და რესურსები
2.4 კამპანიის შემდგომი ქმედებები ევროპის საბჭოს დონეზე
2.5 რისი გაკეთება შეუძლიათ ახალგაზრდებს
თავი 3 - სახელმძღვანელოს გამოყენება
3.1 სახელმძღვანელოს საჭიროება
3.2 სახელმძღვანელოს სტრუქტურა
3.3 აქტივობების განხორციელება
3.4 ათი დაშვება და აკრძალვა
3.5 თემები და კითხვები
თავი 4 – 24 აქტივობა
აქტივობების შემაჯამებელი ცხრილი
ადამიანის უფლებათა სწავლების მეშვეობით ინტერნეტსივრცეში სიძულვილის ენასთან ბრძოლის 24 აქტივობა
თავი 5 – ზოგადი ინფორმაცია
5.1 ონლაინ სიძულვილის ენა
5.2 ადამიანის უფლებები
5.3 გამოხატვის თავისუფლება
5.4 რასიზმი და დისკრიმინაცია
5.5 პირადი ცხოვრება და უსაფრთხოება
5.6 დემოკრატია და მონაწილეობა
5.7 კამპანიის სტრატეგიები
5.8 ინტერნეტწიგნიერება
5.9 კიბერბულინგი
5.10 ევროპის საბჭო და ონლაინ სიძულვილის ენა
6. დანართები
6.1 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მოკლე შინაარსი)
6.2 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი ოქმები (მოკლე შინაარსი)
6.3 ონლაინ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა რესურსები
6.4 ინტერნეტმომხმარებელთა ძირითადი უფლებების სახელმძღვანელო (გამარტივებული ვერსია
6.5 ბუქმარქსის საფუძველზე სემინარების ჩატარებასთან დაკავშირებული წინადადებები